-
-
-
Tbilisi, Georgia, ბერი გაბრიელ სალოსის 132
საერთაშორისო ვაჭრობაში საჰაერო გადაზიდვები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისს, რომელიც ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად გადაიტანონ ტვირთი მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. საჰაერო გადაზიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დრო კრიტიკულია, ეს არის ყველაზე სწრაფი ტრანსპორტირების მეთოდი სხვა ლოგისტიკურ გზებთან შედარებით.
რატომ უნდა აირჩიო საჰაერო გადაზიდვის სერვისი:
სიჩქარე- საჰაერო გადაზიდვა არის ყველაზე სწრაფი გზა ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის.
საიმედოობა- ფრენის ზუსტი გრაფიკი და ტვირთის მუდმივი მონიტორინგი უზრუნველყოფს დროულ და პროგნოზირებად მიწოდებას.
უსაფრთხოება- საჰაერო ტრანსპორტირება გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით, რაც ამცირებს დაზიანებისა და დაკარგვის რისკს.
რა ტიპის ტვირთი იგზავნება საჰაერო გზით?
საჰაერო გადაზიდვები ძირითადად გამოიყენება ისეთი პროდუქციისთვის, რომელსაც სჭირდება სწრაფი მიწოდება. მათ შორის არის:
ელექტროტექნიკა
ფარმაცევტული პროდუქცია
ტანსაცმელი და ტექსტილი
სეზონური და მაღალი მოთხოვნის პროდუქცია
ნიმუშები და დოკუმენტები
რა განსაზღვრავს საჰაერო გადაზიდვის ღირებულებას?
საჰაერო გადაზიდვის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:
საწვავის ღირებულება
უსაფრთხოების მომსახურება
ტერმინალის მომსახურების ხარჯები
ტვირთის ტრანსპორტირება აეროპორტამდე
დამატებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს:
ტვირთის დაზღვევა
საბაჟო გადასახადები
სხვა საოპერაციო ხარჯები