საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ტვირთების დიდი მოცულობით და გრძელ დისტანციებზე გადასატანად. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც პრიორიტეტი არის ხარჯის ოპტიმიზაცია და მასშტაბური გადაზიდვა. საზღვაო ლოგისტიკა უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებას პორტიდან პორტამდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში  სრული ლოგისტიკური ჯაჭვის მართვას.

სტაბილური და ეკონომიური გადაწყვეტა
საზღვაო გადაზიდვა გამოირჩევა დაბალი ღირებულებით სხვა გადაზიდვებთან შედარებით, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს დიდი მოცულობის ტვირთებისთვის.

მასშტაბური შესაძლებლობები
გემებით შესაძლებელია როგორც კონტეინერული (FCL/LCL), ასევე ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება  პრაქტიკულად შეუზღუდავი მოცულობით.

სრული პროცესის მართვა
ლოგისტიკური პროცესი მოიცავს ყველა ეტაპს: ტვირთის მიღება, დოკუმენტაციის მომზადება. პორტიდან საბოლოო მიწოდებამდე.


🚢 რა ტიპის ტვირთები გადაიზიდება საზღვაო გზით 

საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდი ტვირთები იყოფა რამდენიმე კატეგორიად. ძირითადი ორი კატეგორიაა: ზოგადი ტვირთი (General Cargo) და ნაყარი ტვირთი (Bulk Cargo). ეს კატეგორიები თავის მხრივ იყოფა ქვეტიპებად:

Break Bulk (ცალკეული ერთეულების ტვირთი)
ეს არის ტვირთი, რომელიც გადაიზიდება ცალ-ცალკე შეფუთული ერთეულებით, როგორიცაა: კასრები, ტომრები, პალეტები და ყუთები.

Neo Bulk (წინასწარ შეფუთული ერთეულები)
ეს კატეგორია მოიცავს ტვირთს, რომელიც გადაიზიდება წინასწარ შეფუთული ან შეკრული ერთეულების სახით, მაგალითად: ხე (შეკვრები), ქაღალდი (რულონები), ფოლადი და სხვადასხვა სახის ტექნიკა.

Dry Bulk (მშრალი ნაყარი ტვირთი)
ეს არის სხვადასხვა ფხვიერი მასალების ტვირთი, როგორიცაა: ქვანახშირი, რკინის მადანი, მარცვლეული, ბოქსიტი და ქვიშა.


🚢 საზღვაო გადაზიდვის უპირატესობები

  • დაბალი ღირებულება დიდი მოცულობის ტვირთებისთვის 

  • გრძელ დისტანციებზე ეფექტური ტრანსპორტირება 

  • სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა 

  • საერთაშორისო ვაჭრობის მთავარი საყრდენი 


    ️ რა უნდა გავითვალისწინოთ

საზღვაო ტრანსპორტირება დამოკიდებულია პორტის გრაფიკზე და ამინდის პირობებზე, რაც ზოგჯერ ახანგრძლივებს ტრანზიტულ დროს. თუმცა, სწორი დაგეგმვა, გამოცდილება და ჩვენი სანდო პარტნიორული ქსელი ამცირებს ამ რისკებს.


📑 უსაფრთხოება და რეგულაციები

საზღვაო გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო ნორმებითა და კანონებით, რომლებიც იცავს ყველა ჩართულ მხარეს: გამგზავნს, მიმღებსა და სადაზღვევო კომპანიას.
ყველა პროცესი თან ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და გამჭვირვალე გადაადგილებას.


Go Back Top